ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა - გადაარჩინე ტყე“- აქციის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისა და ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ დამზადდა და მოქალაქეებს დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა კომპანიების - შ.პ.ს „კ და გ“, შ.პ.ს „იერი“, შპს „დიოკნისი“, შ.პ.ს „ურიში“ , შპს „პირამიდას“ წარმომადგენლებთან.
დღეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ ნიკორწმინდაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან და მხარის რწმუნებულთან - არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მერებს და მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება.
წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიაში პოლონეთის ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაცია იმყოფებოდა. სტუმრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობისა და გამოცდილებათა გაზიარების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 32307 ლარს შეადგენს.
მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების საკითხებს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.