ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა (შემსრულებელი: თამაზ მაისურაძე).
მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანს, იაკობ ქაჯაიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები სოფელ მაღლაკსა და პატრიკეთში მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ღებში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჩხერე-ქვემო ხევი-შქმერი-ზუდალის მე-2 ლოტის, 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ცაგერის მუნიციპალიტეტი მეორე ადგილზეა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მეშვიდე გეგმიური სხდომა გაიმართა.
დღეს საზეიმოდ გაიხსნა ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ახლადგარემონტებულ შენობაში განთავსდა, სადაც ყველა წესის დაცვით მოეწყო წიგნადი ფონდის საცავები, მკითხველთა დარბაზი, ბავშვთა დარბაზი და საარქივო ფართი. არსებული გარემო ხელს შეუწყობს მკითხველთა მომსახურების ხარისხს, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბართლომე შელიამ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
დღეს, 5 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა: ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.