ქალაქ ბათუმში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონულ კონფერენციაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) პრეზენტაცია გაიმართა.
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სათემო სოფლებში არსებული კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების აღდგენის პროცესს.
სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის მეორე ეტაპი დაიწყო. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები შესაბამისი ტექნიკით და შესაწამლი საშუალებით აღჭურვილი 9 ავტომანქანით სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებიან.
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587130 ლარს შეადგენს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგების სერია - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დაიწყო.
ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარსა და ეშტიაში გზების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აფხაზეთის ომში 1993 წელს დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს: გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი, ძმათა სასაფლაო და დაესწრნენ დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ქალაქ ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. ფილიალის თანამშრომლებს ახალი შენობის ამოქმედება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.