,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამით ცაგერის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც მან მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან (აშხლაპირის) მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმთან მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჟინჭვისში მდინარე გომრულას წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა, რის შედეგადაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა მდინარის გასწვრივ მოწყობილი ნაპირსამაგრი გაბიონები.
ონში, (დემეტრე II მოედანი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,არასამთავრობო /სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე" ფარგლებში, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოსა და თერჯოლაში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს, ახალი თანამედროვე ტიპის 526 ერთეული ნაგვის კონტეინერი შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 728 ლარი დაიხარჯა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.