შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და დოქტორანტების მიერ წარდგენილმა პროექტმა „ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარისა და ეცერის მიმდებარე ტყეში ხანძარია. ამ დროისთვის ცეცხლის ქრობის სამუშაოები არ არის დაწყებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა და მერის პირველმა მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლასურიაში-მახაშის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
გლდანის რაიონის გამგეობა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, სავაჭრო ცენტრებს შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას ახორციელებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით მინი ფეხბურთში მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, საკრებულოს წევრმა არარატ აივაზიანმა, მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიული ერთეულში მერის რწმუნებულმა გაგიკ ელიზბარიანმა და სხვა თანამდებობის პირებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლის მიზნით სოფელ თახჩაში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.