მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება.
საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა და სხვა პირებმა ხანჩალის და ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლებში - დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ და ჯიგრაშენი, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებული მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ბუჯიაშვილმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საჯარო მოხელეებსა და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, ფრენბურთში სხვადასხვა დაწესებულების გუნდებს შორის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაზერში, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსგან მოპოვებული გრანტით ხონის მე-4 საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია მოაწყო. პროექტის ფარგლებში, სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია აღიჭურვა პერსონალური კომპიუტერებით, პლანშეტებითა და პრინტერებით.
საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ვარდანიანმა, საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა, აღნიშნული კომისიის წევრებმა არუთიუნ ოგანესიანმა, გარუშ არზუმანიანმა საკრებულოს წევრებთან სამველ დარბინიანთან და არარატ ეგნატოსიანთან ერთად, ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში - ყაურმა, ეშტია, უჩმანა, თორია, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებული მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მათმა მოადგილეებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ვეტერანთა რეგიონული სამსახურის უფროსმა ბესო ბაქრაძემ, ლეჩხუმის საზოგადოებამ.
ცაგერში, კულტურის ცენტრის დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კონცერტი ,,ქართული სიმღერა რეგიონებს" გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის, საულიუს ვალაინისთან, ლიეტუვის რესპუბლიკის ქ.ზარასაის მერთან ნიკოლაი გუსევასთან, ბიზნეს სექტორის უფროსთან დენის შიკალოვთან და სხვა წარმომადგენლებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.