საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად, ტაძრის და საგანძურის მცველებს ლილე (ლევან) გუგუსიანს, ზაურ გულბანს, ბაგრატ ნანსყანს (სიკვდილის შემდეგ), მირონ ფირცხელანს, ომარ ქალდანს, იაროსლავ ჩხეტიანს, ტოტა ჭეხანს, რევაზ ხოჯელანს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს რუსუდან ჯაფარიძეს და უშგულის მუზეუმის თანამშრომელს ნანული ჭელიძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად სოფლების - ხანდო-ვარევანის, ბურნაშენთ-ლომატურცხში გზის დაგების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები, სოფელ მურჯახეთში, კირხბულაკზე ხიდის მოწყობის სამშენებლო პროცესი მოინახულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანისა და მერის მელქონ მაკარიანის მონაწილეობით, მორიგი შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია Heks Eper Georgia - ს წარმომადგენლებთან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე და მერიის კულტურის, განათლების, სორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა რუხაძე სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის’’ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში "ახალქალაქობა 2022" აღინიშნა. ქალაქი 958 წლისაა! მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის და ეცერის მიმდებარე ტყეში 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.
ა/ა/იპ ,,ახალგაზრდული ცენტრის"(ხელმძღვანელი მამუკა ჩიქოვანი) ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბალნეოლოლოგიურ კურორტ ,,ლაშიჭალაში", ახალგაზრდული ღონისძიება შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.