ა(ა) იპ ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (მის: ქ. ხონი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #17) უზრუნველყოფს პრეპარატ ტამიფლუს გაცემას ყველა მოწყვლად ჯგუფზე ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა #100-ის წარმოდგენით. მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის (ბავშვები, პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზებით დაავადებულები) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა, სტაციონარში მყოფი პაციენტებისა და ორსულებისთვის, ანტივირუსული მედიკამენტი ოსელტამივირი (ტამიფლუ) უფასოდ გაიცემა.
დღეს, დაბა აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, სი-ემ-სისა და keios srl წარმომადგენლებს შეხვდა.
9 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფ. სამთისის მოზამთრე ორ ოჯახს ეწვივნენ და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში „ჯონოული 2“-ის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ახალი რიტუალების სახლი გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, რომელმაც რიტუალების სახლი განძის მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სპორტის სასახლეში გამართულ საახალწლო წარმოდგენას დაესწრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ ბარსა და სოფელ მრავალძალთან მისასვლელ და სოფლის შიდა გზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. უხვი ნალექის მიუხედავად, სოფლის გზები გამავალია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფლების: ჭიორა, ღებისა და გლოლის, ასევე კურორტ შოვის შიდა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენცია გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.