რეგიონები

მიმდინარე წლის 17 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: სართიჭალაში (მუღანლო), ახალ სამგორსა და გამარჯვებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე რამდენიმე დღეა აკრძალულია. დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მანქანაა გაჩერებული.

სრულად...

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განკარგულებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სრულად...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ძლიერი ქარი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტში 4 დღეა მიმდინარეობს დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი 6 სხვადასხვა დასახელების ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებაზე, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 474 121 ლარი გამოიყო.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კალინინოსა და ნაგებში შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

ვანის მერიაში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხშბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი უძღვებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი