20 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში:გეგუთში, პატრიკეთსა და ტყაჩირში გაიმართა.
„ყველას გილოცავთ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნას. ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში, სადაც ახალი, 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
18 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ნორიოში, მარტყოფსა და ვაზიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან მორიგი კონსულტაციები გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საპროექტო წინადადებების შერჩევის კონსულტაცია დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომბორის უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში საპროექტო წინადადებების შერჩევის კონსულტაცია დაიწყო. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ საყულიაში, რიონში, ჩუნეშსა და ოფშკვითში ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.