რეგიონები

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჟიეთში პირველად ჩატარდა პოეტის და მუსიკოსის ბორის გუგეშაშვილის სახელობის ფესტივალი „ბეჩა ყირამალა", რომელიც სიმბოლურად ავტორის ბაღში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, მლეთაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

სრულად...

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში გახსნა.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული. 

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალდეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს.

სრულად...

საფეხბურთო მატჩი ტრადიციულია და ორი თაობის წარმომადგენლებს შორის ყოველწლიურად იმართება.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - ძეძილეთის, ნოღისა და გორდის მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

სრულად...

როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 236638.00 ლარია, საიდანაც 95%-ს  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ხოლო  5%-ს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებს.

სრულად...

ონის მერი ემზარ საბანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია „მთის კანონი“ და მაღალმთიანი დასახლების სტატუსით მინიჭებული სიკეთეები. მერს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც დაახლოებით, 30-35 წლის წინ, 40 000-ს მცხოვრებზე მეტი იყო, დღეს კი, მათი რაოდენობა ძალიან შემცირებულია, „მთის კანონის“ ამოქმედებამ გაამართლა, რადგან ონს არაერთი მცხოვრები დაუბრუნდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი