წყალტუბოს არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. საპატიო სტუმრებსა და ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მიმართა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი უძღვებოდა.
ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქალაქ გარდაბნის N4 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში და აშშ–ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა საზეიმოდ გახსნეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
დაბა ლენტეხში, ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მაჩუბი კეთდება. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ოთხშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ორი მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა განუცხადა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დაწყებულია ბარალეთი-კოჭიო-ბეჟანოს და ბარალეთი-იხტილას საგზაო მონაკვეთების ასფალტის საფარით მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.