თერჯოლა დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპების თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, მერის მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის (საკვირველმოქმედის) სახელზე აგებული ეკლესია ეკურთხა.
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელშიც 1000–მდე მოხალისე ჩაერთო.
ქალაქ ხონში, თამარ მეფის ქუჩის გზის რეაბილიტაცია და გაგრძელების მოასფალტება (1560 გრძივი მეტრი) და სოფლების ქუტირისა და გვაზაურის დამაკავშირებელი გზის (1000 გრძივი მეტრი) მოასფალტება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მიხედვით დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.
ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას თანამდებობიდან გადადგომა, GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას კადრების პოსტებიდან მასობრივი დათხოვნის გაგრძელებაა, რაც გოგიას წასვლით არ დაწყებულა და რასაც, რამდენიმე კვირის წინ, შონიას მოადგილის და მისი ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირის, დავით კოდუას თანამდებობიდან წასვლა უძღოდა წინ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 400-მეტრიანი გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ხელშეწყობით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საშეშე მერქნის დარიგება დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე სოფლების - სხლითისა და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.