ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღეს, 24 აგვისტოს შოვსა და უწერაში გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც მერიის თანამშრომლებთან ერთად, უწერის მოსახლეობაც მონაწილეობდა.
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, 23-24 აგვისტოს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. დღეს გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს როგორც მიმდინარე ასევე, დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა და ქ.დუშეთში „ლიტვურ-ქართული ცენტრის“ დირექტორმა ირმა ჯანგირაშვილმა ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტს, ვილნიუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორს გაბრიელე ნარკუტეს უმასპინძლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინეს.
როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 335989.00 ლარია, აქედან 95%-ს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი სოფლების - მოხეს, აფიეთის, გორთუბანისა და ზედუბანის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.