რეგიონები

დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით (WIC).

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთდა სოფ. მაქართა-ლუთხუბის დამაკავშირებელი ხიდი და ნაპირსამაგრი გაბიონები, ასევე გაიწმინდა მდინარის კალაპოტი რასაც წლების მანძილზე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მორიგი სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს, რომელთაგან ნაწილი სწრაფად გადაწყვეტადია, ნაწილი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.

სრულად...

ქ. ახმეტის კულტურის სახლში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მერის მოადგილესთან, თემურ ჩხეიძესთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სკოლების სატრანსპორტო მომსახურების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სამომავლო გეგმები დასახეს.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნოკორნაში, ქერიაანთკარში, აბანოსხევში და დავათში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, სოფელ მაღრანში გაიწმინდა ხევი და მოსწორდა სამანქანე გზის მონაკვეთი.

სრულად...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: რევაზ ეგაძე, დუნიამალ გაჯიევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჯანხოთელი დაესწრნენ.

სრულად...

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ეზოში, „არტარეა“ ფესტივალის ფარგლებში, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის „ჯიმ შვანთე“ ჩვენება გაიმართა.

სრულად...

ლაგოდეხში უამინდობის გამო მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტში ხევები ადიდდა. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი