ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების - ზურაბ ბეგიაშვილის, ევგენი ხარძიანის და ლევან დევდარიანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა, კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სამხედრო პირებმა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწუმენბულ-გუბერნატორის მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, 2008 წელს ომში დაღუპული გმირების სულებს პატივი მიაგო.
სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბრძოლაში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის, საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს.
2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლეჩხუმელი გმირის, ზურაბ ეფაძის საფლავი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარი ომი გაიხსენეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.