საქართველოს კულტურული განვითარებისა და აღორძინების ცენტრის, სტუდია N-ის ორგანიზებითა და ყვარლის მერიის მხარდაჭერით, ილიას ტბაზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი „მე მიყვარს საქართველო” ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღები და დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.
ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს მოეწყო აქცია „ღამე მუზეუმში“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმმა, მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დამთვარიელებლებს უმასპინძლა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადიგენის მუნიცპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, საქრთველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმონისტრაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალის „ბაღია ჩვენი ქვეყანა'' ფარგლებში, ანსამბლ „ანჩისხატის'' (ხელმძღვანელი დავით შუღლიაშვილი) კონცერტი გაიმართა.
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო საღამო 22 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „სპა რესორტის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ჩატარდა. აქციას წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებული ექსპონატებით და დატვირთული პროგრამით შეუერთდა.
დუშეთის კულტურის სახლში თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ გაიმართა. ფესტივალში, რომელიც უკვე მე-6 წელია იმართება, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების აღსაზრდელები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში უწევდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.