ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ადიგენში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით, კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „შულერები".
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის მკვიდრს, მეორე მსოფლიო ომის 103 წლის მონაწილე ვახტანგ ტურაბელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩატარდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. 2018 წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ესაუბრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დაესწრო, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
დასრულებული სამუშაო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, ჯაბა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2.600 მეტრი სიგრძის შიდა გზის კეთილმოწყობა ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „სკინჩის“ ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.