საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ხარაგაულის მერის მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, უბისაში ტურისტული ცენტრის ამოქმედებაზე ისაუბრეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, ფეხბურთში პირველობა მიმდინარეობს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს. საფინალო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.
„ევროპის დღეები 2018“–ის ფარგლებში დაბა მესტიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის და საქართველოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო მასალების წარდგენა/გამოფენა და საინფორმაციო აქცია გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე, ყოველ წელს „თამარობის“ სახალხო დღესასწაული იმართება. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეთა, კერძოდ, კონსულტანტ-მასწავლებლის, ნატო გოგატიშვილის ინიციატივით პედაგოგთა კონფერენცია ჩატარდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა პროექტ ,,კარცერი-ლუქსის“ /ვკითხულობთ კლასიკას/ IV სეზონი, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე იმსჯელეს.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 11 მაისს კახეთის რეგიონში 1900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.74% (472 ამომრჩეველი) შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.