იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს. პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მუშავდება ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.
ხარაგაულელმა ბავშვებმა დღეს შარლ პეროს წითელქუდას ზღაპარში იმოგზაურეს. ფრანგი მწერლის ცნობილი ზღაპრის სცენური ვარიანტი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) მსახიობებმა ითამაშეს.
15 მაისს, თბილისში გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 16 მაისს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სკინჩთან’’ ხელშეკრულება გააფორმა.
ქალაქ გარდაბანში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც შაბათ-კვირას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს. განათლების ახალი კერის გახსნის ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციების შემსრულებელი რევაზ ეგაძე დაესწრო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ქვე პროექტის - „გარდაბნის სოფლების წყალმომარაგების სისტემის განახლებისა და რეაბილიტაციის მეორე ფაზის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე უძღვებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.