რეგიონები

2018 წლის 21 მარტს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

სრულად...

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ. 

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის ინიციატივით, ადიგენის კულტურის სახლს, მსახიობის, პოეტის, ღირსების ორდენის კავალერის, მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელის, მხატვრული კითხვის ოსტატის, ორატორის შალვა კეღოშვილის სახელი მიენიჭა.

სრულად...

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მრჩეველმა ნიკა აფხაძემ პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ და შპს „რენეგეიდ თის“ წარმომადგენელმა ჰანეს საარპუმ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

20 მარტს ქალაქ გარდაბანში, „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

სრულად...

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტის სათავეში მოსული „ქართული ოცნების“ ახლადჩამოყალიბებული გუნდის მიერ განვლილ 100-დღიან საქმიანობას აჯამებს და დეტალურად აღწერს იმ პრიორიტეტებს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში დასახა და ნაწილობრივ განახორციელა კიდეც.

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის მებრძოლი შოთა ხურციძის საფლავზე მივიდნენ და ტრაგიკულად დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქეთევან შეყრილაძესა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის?“ რომელიც ცაგერის საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა 14 გუნდი - სულ 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე კიცხის საჯარო სკოლის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. კიცხის სკოლა წლების განმავლობაში ცოდნის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო ხარაგაულში, ცნობილი და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი