ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მესტიაში, ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კურორტზე ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებლის, გივი ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რაიონის ღია პირველობა სამთო - სათხილამურო სპორტში გოგონათა დ ვაჟთა შორის.
წყალტუბოში „იდეების განვითარების ფონდი“ იწყებს ფუნქციონირებას. წყალტუბოს მუნიციპლალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი „იდეების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელს, ქეთევან გეჯაძეს შეხვდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი სოფელი ჰეშტიის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, ლალაზარ აროიანს შეხვდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში პირველად ჩატარდა დამსახურებული სპორტის ოსტატის სერვანტე შამფრიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სამთო სათხილამურო სპორტში „სერვანტე 2018".
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხევში ჩავარდნილი მამაკაცი გამვლელმა შენიშნა და 112–ზე დარეკა.
ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა, მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, „დუშეთის განვითარების ფონდმა'' მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გამართა.
წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე ყატარში მიემგზავრება. 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, წყალტუბოელი სპორტსმენები საქართველოს სახელით ისრაელის, გერმანიის, ჩეხეთისა და რუმინეთის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.