ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ვანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ამაღლება-საპრასიას შორის, დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები, ქვათაცვენისა და უამინდობის გამო, დროებით შეჩერდა და 19 თებერვალს დილიდან განახლდება.
განცხადებაში, რომელიც ქუცნაშვილის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელი 7-კმ-იანი ახალი საავტომობილო გზა აშენება.
დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ახალგაზრდა შემოქმედთა მონაწილეობით, ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ადმინისტრაციულ შენობაში, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მერის მოადგილესთან ალექსანდრე მიქელაძესთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში ვანში მცხოვრებ სამ უხუცეს ქალბატონს 1000-1000 ლარი გადასცა.
თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკა „აილაინის’’ მედიკოსებმა სოფელ გეგუთის მოსახლეობას საჭირო გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს შეხვდა და 2018 წელს ხონში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.