უნგრეთში ვიზიტად მყოფმა წყალტუბოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრებმა გენერალური ასამბლეის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი თურქ ინვესტორებს შეხვდა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ინვესტორები მერქან-ბურბუშელოვანი პროდუქციის წარმოებისა და ადგილზე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ხონის სატყეო ფონდით არიან დაინტერესებულნი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ გარდაბნის საკრებულოს ხუთშაბათს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მიზანია რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატის გივი ძმანაშვილის დაკავება მის 2014-2015 წლების საქმიანობას უკავშირდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გარდაბნის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკიფ ისმაილოვის განცხადებას, რომ საკრებულოს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს მასთან ნათესაური კავშირი აქვს, სიცრუეს უწოდებს.
ვანში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ადგილზე გაეცნენ.
ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხები დაწვრილებით განიხილეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში მომუშავე პირებს უფასო სკრინინგ-კვლევები ჩაუტარდათ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ქალაქ ხონის #1 და სოფელ გოჩა-ჯიხაიშის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.