ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ. გივი ჭიჭინაძემ და ლადო ჯურხაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ვეფხია ჯიშკარიანის მეუღლესა და მერაბ თუთისანის დედას დედის დღე მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრი გახდა. შესაბამისი სერთიფიკატი მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს სამხარეო ადმინისტრაციაში გადასცეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საატომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამ მარტს ახალშობილთა დედები, უხუცესი ქალბატონები და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის დედა ბელა შერვაშიძე მოინახულეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა და ნინოწმინდის საავადმყოფოს მენეჯერმა ნატო ირემაძემ ახალმშობიარე დედებს დედის დღე მიულოცეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა, იმერეთის ყველაზე უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცეს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სასპორტო სკოლის დირექტორის ანდრანიკ კარსლიანის ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწვრთნელ თათევოს არზუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სათხილამურო შეჯიბრი ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.