პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. საბავშვო ბაღი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციას ბევრი მხარდამჭერი და მოხალისე გამოუჩნდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე ადგილზე გაეცნო.
თერჯოლის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“, ბონდო სოფრომაძემ სოფელ თუზის ამომრჩევლებს უთხრა, რომ იმის გამო დათმო დედაქალაქში თანამდებობა და პედაგოგიური მოღვაწობა, რომ სურს თერჯოლა „ერთ-ერთი მოწინავე რაიონი“ გახდეს ქვეყანაში.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი, პანკისის ხეობაში სოფელ დუმასტურის, ქვემო ხალაწანის, შუა ხალაწანისა და ზემო ხალაწანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში, ლევან მაკალათიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯონდო მდივნიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ლელიანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ ე.წ. ნახალოვკის დასახლებაში შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.