ხობში, მინი-ფეხბურთში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ, რომელშიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდები მონაწილეობდნენ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფერსათის თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
ხონის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია - „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, ესტუმრა რამდენიმე საოჯახო ტიპის მარანსა და ღვინის ქარხანას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მერობის კანდიდატი გოგი გოგილაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კაკაბეთისა და ვერხვიანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ცენტრის უბნის ამომრჩეველს შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, „მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მეცნიერთა ჯგუფი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.