პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ სოფლების, დიდი კუხისა და ახალშენის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი ყვარელწყლის, საკობიანოს და ქორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი სოფლების, საყულიასა და ოფშკვითის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში - ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 2013–17 წლებში 194 მილიონ 443 ათას 446 ლარის ღირებულების ათასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე და რაიონული შტაბის წევრები სოფელ სევას, ფარახეთის, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობას შეხვდნენ.
დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო, დავასუფთავოთ საქართველო“ ტყიბულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში სასაფლაოსთან მისასვლელი სამანქანო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის გამგეობის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მასზე ჯამში, 15 930 ლარი დაიხარჯება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში, სადაც ღვინის ქარხნასაც ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა, ამომრჩევლებს მიმართა და თქვა, რომ იგი არ იქნება მერი, რომელიც „ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება“.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, მდინარე ცხენისწყალზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ეკონომიკის სასახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლია გელენავა ადგილზე გაეცნენ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილი, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.