რეგიონები

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ახალქალაქში შიდა ქუჩების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ექვს დიდ ქუჩაზე, მათ შორის თუმანიანის, სანაპიროს და კამოს ქუჩებზე ხორციელდება.

სრულად...

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში -  სოფლებში, ვარხანსა და აბასთუმანში რამდენიმე სახლი და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა.

სრულად...

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის გამგეობიდან აცნობეს, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, 960 მეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი და ბორდიურები მოეწყობა.

სრულად...

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 3,905 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი - ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს სახურავი და სხვა სახის სამშენებლო მასალა გადაეცა.

სრულად...

ახალციხის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისების ინიციატივით გამოდის ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა რაბათის ციხის დასათვალიერებლად ახალციხეში უამრავი ტურისტი ჩადის, მიზანშეწონილი იქნებოდა რაბათის დასახლების მეორე უბნის კეთილმოწყობაც „ძირძველი ქართული სტილით - იმ მესხური დარბაზებით, რაც დამახასიათებელი იყო ამ უბნისთვის“.

სრულად...

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  19 ივნისს ახმეტის,  თელავის, ყვარლის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებში  710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი  რაკეტა.

სრულად...

შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა მინი-ფეხბურთში და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საფეხბურთო ტურნირი გრძელდება. დღეს, მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ზანავისა და ჭეჭლას, ადიგენისა და ბოლაჯურის გუნდები დაუპირისპირდნენ.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი