რეგიონები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასა და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე მოისმინა ინფორმაცია.

სრულად...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა, შემდეგ კი ქუჩა მოიხრეშება.

სრულად...

ადიგენის მუნუციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კურორტ აბასთუმანში 21 მილიონ ლარამდე იხარჯება და იქ უკვე მიმდინარეობს ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა, მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ყველა სოფელს, მათ შორის დაბასაც მიენიჭა. ჯამში, მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მატარებელი 22 სოფელია.

სრულად...

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბაბილთან სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ Guardian.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საფეხბურთო ტურნირი 2017 დასრულდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, ადიგენისა და ზანავის გუნდებს შორის დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან, მათ სპეციალისტებთან და გარემოს დაცვის, აგრარული საკითხთა განყოფილების უფროსთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

სრულად...

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ვლადიმერ ზედგნიძის თაოსნობით, ქალაქის გამწვანების აქციებს სისტემატურად აწყობს. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე 90-მდე სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი ხე-მცენარე, ასევე 100-მდე წიწვოვანი ჯიშის მცენარეები ძირითადად კედარი, ცაცხვი და წაბლი დაირგო და 700-ზე მეტი ხე ახლო მომავალში დაირგვება.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენსა და სოფელ ნაქურდევში წყლის სისტემის მშენებლობა სრულდება. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს, პროექტები იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი