რეგიონები

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  29 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტირის შექმნას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი გარკვეულწილად მზად უნდა იყოს იმ დროისათვის, როცა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდება და ზემო სვანეთში მიმავალი ტურისტების დიდი ნაკადი მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

სრულად...

მინისტრთა კაბინეტის წევრები ბახმაროს ქალაქთმშენებლობით გეგმას განიხილავენ. საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების და მისი „ოთხი სეზონის კურორტად“ გადაქცევის წინაპირობას წარმოადგენს.

სრულად...

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 40 ერთეული რაკეტა.

სრულად...

ადიგენი-გორგული-უდე-არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა დასრულდა.

სრულად...

ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ქალაქში გვარამაძის, ზედგინიძის, გორგასლის, მესხეთის, მეგობრობის, ნინოშვილისა და კეცხოველის ქუჩების აღდგენა-კეთილმოწყობა ხორციელდება.

სრულად...

თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევით, სს „კავკასიის ქარის კომპანია“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტის დამუშავებას იწყებს.

სრულად...

26-28 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან, ოდოლანოვის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ იან პროკოპი - ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიან ჯანიცკი - გამგებელი, დონატ ზავისკი - მეწარმე და იან ბაჩკოვსკი - მეწარმე. სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ უმასპინძლეს.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, მლაშე-ფლატე-არზნის, კახარეთის, საღრძის, ბენარა-უნწის და გორგული-შოშხოთის გზების, სოფელ შოლავერის სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები და 150-ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.

სრულად...

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, დეპუტატებთან, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან და იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი