რეგიონები

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ დუშეთში ცენტრალური პარკის აღდგენას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადიგენი-გორგული-უდე-არალის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

სრულად...

მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდემერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ზარალის დამთვლელი მუდმივი კომისია 10 ივნისს უხვი ნალექის მოსვლის შედაგად მიყენებული ზიანის დასადგენად მუშაობს.

სრულად...

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სრულად...

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.

სრულად...

ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სურამის მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიამ სოფლები ვარხანი, ბენარა, აბასთუმანი და უნწა მნიშვნელოვნად დააზიანა.

სრულად...

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი