მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იმსჯელა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სასოფლო გზა მთლიანად გაიწმინდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკსა და სოფელ ვარგავში მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ბეტონის საფარის გზის მოწყობას ითვალისწინებს.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლი 1 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.
მარნეულში რამდენიმე ქუჩის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სმპ-ს დასახლებაში მოეწყო ახალი ქსელი და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა.
უამინდობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელო პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად კვირიკეში, ხუცუბანსა და აჭყვისთავში 3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერული პროცესები განვითარდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.