აბაშაში საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა. მოსწავლეების მიერ გადაღებული 3 სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმის: „პირველი სიყვარული“ , „გზაზე მიდის ერთი კაცი“ და „Game over“-ის ჩვენება მოეწყო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შპს „სისხლის ბანკის“ ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მიიღეს.
ქალაქ ხონში ღია ცის ქვეშ კინოფილმების ჩვენება გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს კინომოყვარულებს ხონის ცენტრალურ ბულვარში ეპატიჟებიან, სადაც ღია ცის ქვეშ მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ცეცხლაურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ჩარგალში მიმდინარე ტრადიციული სახალხო დღესასწაულს, ვაჟაობას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ქობულეთის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, „აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ინიციატივითა და მისი აღმასრულებელი დირექტორის რევაზ ჯორბენაძის დაფინანსებით ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ტარდება.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განახლებული საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს და სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს სპორტული აქსესუარები გადასცეს.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. აქციას ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.