ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანსა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროს მამუკა ცინცაძეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსახლეობის იმ ნაწილის პრობლემები განიხილეს, რომელთაც გაზიფიცირება ჯერ არ შეხებიათ. ამის შესახებ Guardian.ge -ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ guardian.ge-ს განუცხადა, მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე "საკმაოდ თამამი" ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქუთაისის მწერალთა სახლში ძლიერი დაკვამლიანება ერთ ოთახში დაფიქსირდა.
ქუთაისში მწერალთა კავშირის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ჟურნალ Forbes-ის რუსულმა ვერსიამ კურორტი ბაკურიანი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების იმ საუკეთესო ათეულში შეიყვანა, სადაც აქტიური საზაფხულო დასვენებაა შესაძლებელი.
ქობულეთის გამგეობა 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1 211 570 ლარს დახარჯავს. სოციალური პროგრამა სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
აბაშის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სოფელ მაცხოვრისკარსა და გეზათში ძველი, თანამედრო სტანდარტებთან შეუთავსებელი შენობების ნაცვლად, ახალი აიგება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, სულ რამდენიმე დღეში ძველი-ჭობარეთი-ორგორა საყუდაბელის დამაკავშირებელი გზის ყველაზე რთული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, - განაცხადა guardian.ge-სთან საუბრისას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.