საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ დეხვირში ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინა.
ხონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საინისტრომ ,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, დაიწყო პროექტის, ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში“ განხორციელება. მასში მონაწილეობას იღებდნენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.
ხონის სამხატვრო სკოლაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ქობულეთში საავტომობილო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დაბა ჩაქვში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პარალელურად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
ქობულეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ 8 აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალები ყვავილებით შეამკო. გამგებელი დაღუპული გმირების საფლავებზეც გავიდა და ასევე მათი ოჯახების წევრებს შეხვდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. გმირთა მემორიალთან დაღუპულების მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები მივიდნენ.
სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.