ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სკოლის მოსწავლეებს შორის საზაფხულო სპორტული ოლიმპიური თამაშები გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლები მოსწავლეებიც.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ სკოლაში 100-ზე მეტი მოსწავლე შეძლებს ზოგადი განათლების მიღებას. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია სოფელ კლდეეთში, წიფლავაკესა და არგვეთაში. დასრულების პროცესშია გაჩეჩილაძის, კვანტრიშვილის, გურამიშვილის, სოფელ ილემის, ბოსლევის, ზორვეთის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ კვირიკეში 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
სოფელ ქვედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახს გამგებლის სარეზერვო ფონდიდან ქირის სახით 300-300 ლარი გამოეყო, ხოლო შერეული სამთავრობო კომისია დაზარალებულთა კომპენსაციების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.