საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი დავით ბუკია უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერი მერიის და თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში, კუშუბოურის, მაჭუტაძეებისა და ჯულაყიძეების საუბნო-საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა.
საქართველოს მთავრობის მიერ, ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად, ვანის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა მომართვიანობა 40 % ით გაიზარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას და ამხანაგობა „GeoHolding” & KSH Consortium-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი დადიანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.