სამმა ძალიან კომპეტენტურმა და მონდომებულმა ქალმა დაიკავა თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის პოზიცია: ნინო ლაცაბიძე რუსთავში, მანანა ნარიმანიძე დუშეთში და ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი წერს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო.
ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, შავღელეს, ძველი ხიბულის და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ.
20-23 ოქტომბერს მესტიაში „კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფის წევრები სოფელ ეშტიაში პირუტყვის ფერმის სახურავის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭოლაშის ხიდიდან სოფელ ჟაბეშში მიმავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სამშენებელო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის დასრულებულია არმირებული ბეტონის საფარის დაგება პროექტით გათვალისწინებულ გზის სრულ - 4054 მ. მონაკვეთზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.