ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ოთხს საპილოტე რეგიონში: (კახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი) აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მანანა მჭედლიშვილმა გახსნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დღეს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ნაირი ირიციანი აირჩიეს, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი გაიოზ ლომსაძემ, მოადგილეების თანამდებობები კი ედუარდ აღასარიანმა და ჰამლეტ მოვსესიანმა დაიკავეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, მიხეილ გედეხაური აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სამირ ხიალოვის, მოადგილეებად კი ზაზა ონიანი და ვუგარ მამედოვის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 2-წლიანია და პირველ ეტაპზე მოეწყობა 4 კლომეტრიანი მონაკვეთი. ამ დროისათვის უკვე დაგებულია 1 კმ. ასფალტი. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 4 149 899.99 ლარს.
„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. ახალი გუბერნატორი დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ამჯერად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვედა ბზვანში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.