ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაწმენდით სამუშაოებში საჯარო მოხელეებიც ჩაერთვნენ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება.
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. დიდთოვლობასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა საგანგებო თათბირი გამართა.
დიდთოვლობამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, ამ დრომდე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რეგიონის 7 ათასამდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ65–კმ119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. სასწავლო პროცესი 10 საჯარო სკოლაში ჩაიშალა, ხოლო საბავშვო ბაღებში უამინდობის გამო სწავლა დროებით შეწყვეტილია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
გუშიან გვიან ღამით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.