აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებული სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„ხობი წარმოების ქალაქად იქცევა, აქ ცხოვრება საამაყო და სასურველი გახდება“ - ამ სიტყვებით დაიწყო დღეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა 2016 წლის პირველი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მგზავრებმა მთელი ღამე ზვავით ჩაკეტილ გვირაბში გაატარეს. თოვლის მასას რამდენიმე ავტომანქანამ თავი დაახლოებით ღამის 3 საათზე დააღწია. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის თერჯოლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა სულ მცირე 3-4 დღე ვერ მოხერხდება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 იანვრისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის, თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:
5 იანვარს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ძირითადი გზა განვლადია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად სხვადასხვა რეგიონში ჩავიდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია - ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.