ევროკავშირის მხარდაჭერით, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), „ქეა ავსტრიათან“ (CARE Österreich) და „PMC კვლევით ცენტრთან“ თანამშრომლობით, მესტიის მუნიციპალიტეტში მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მერიის კულტურის სამსახურმა ( უფროსი ლევონ ვარტანიანი) თოვლის ქანდაკებების კონკურსი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ნინოწმინდის #1, #2, #3 საჯარო სკოლებმა, განძის რუსთაველის სახელობის და პატარა ხანჩალის სკოლებმა, ოროჯალარის სკოლის ორმა გუნდმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვასთან, საძოვრებთან, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციასთან, აგროდიზელის საკითხების განხილვასთან, სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთების რესურსების ინტენსიური გამოყენებასა და განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დათვალიერეს.
ნინოწმინდაში სათხილამურო ტურნირი გაიმართა, რომელიც მოთხილამურე თადევოს არზუმანიანის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გარდა, ბაკურიანიდან ჩასულმა სპორტსმენებმაც, 40-მა მოთხილამურემ მიიღო მონაწილეობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეშტია-ნინოწმინდის სასმელი წყლის მილსადენის სრული მშენებლობის ან ნაწილობრივი შეკეთების ტენდერში გამარჯვებული პროექტი განიხილეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მერიის თანამშრომლებმა წინასწარ შერჩეული ადგილები დაასუფთავეს.
USAID-ის კარტოფილის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები პარტნიორებთან. პროექტმა ამჯერად ონლაინ შეხვედრა-ღონისძიება გამართა, პროექტის პარტნიორების უშუალო მონაწილეობით ახალქალაქის კოალიციის სახით, სულ 14 მონაწილის ჩართულობით.
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.