თბილისის სააპელაციო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. შემთხვევის ადგილზე ჩასულმა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ლეილა ოთიაშვილი წერს.
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში 64 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი კრიმინალურ წრეებში უფრო ცნობილი იყო, როგორც „რეზო თბილისსკი“. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.