მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ადმინიტრაციული თემის სოფელ ჭელირში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმა.
28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.
საქართველოს პროკურატურამ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოკლეს.
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.
„საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს ჯანმრთელი იმიტომ, რომ მას ჯერ კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი მეგობრების ე.წ. ინტერსია, რომ იგი რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამით რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.