შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სანადირო თოფით დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, 3 პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ნ., 1970 წელს დაბადებული რ.ა. და 1970 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილი მხოლოდ კონსპირაციების თეორიების შეთხზვით არის დაკავებული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
სალიას რა ჰგონია მუშაობა? გვარამიამ მუშაობა იცის და სალია არავინ არ არის, ცხოვრებაში არაფერი უმართავს, - განაცხადა “ტვ პირველის“ ეთერში ნიკა გვარამიამ.
პაატა სალიას პირდაპირ ვეუბნები, სადმე თუ შემხვდა, ჩავუმტვრევ კბილებს, აუცილებლად, გავუსწორდები, როგორც კაცი კაცს, ხელით შევეხები, აუცილებლად, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საუბრისას.
„ინტერმედია +“- ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.ის პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაბარებული. როგორც მან განაცხადა, „რუსთავი 2“-ს მის კომპანიასთან თანამშრომლობით არ უზარალია.
ნათელი გახდა, რომ ოცნების ხელისუფლება დაადგა ზუსტად იგივე გზას ამ კვალის აბნევით, მფლობელების ცვლილებით, რაც თავის დროზე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებელმა დავით დვალმა „ტვ პირველის“ ეთერში ქიბარ ხალვაშის განცხადების კომენტირებისას.
„რუსთავი 2“ - ს ასეთი სამარცხვინო დირექტორი არ ჰყოლია, - განაცხადა „რუსთავი 2“- ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პაატა სალიას ბრიფინგის შემდეგ.
„რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და ქიბარ ხალვაშის ყოფილმა ადვოკატმა, პაატა სალიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.