სამართალი

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, გააფორმა ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში გაუქვითა მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე, რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან გამოყენების, გასხვისების უფლებით, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს ქიბარ ხალვასის განცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე 6 არასრულწლოვანი ამხილეს. სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ​მხილებული არიან თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან კურორტ ბახმაროში დასასვენებლად ჩასული მოზარდები: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ია კიწმარიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილი ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას სასამართლოში ედავებოდა.

 

სრულად...

„კურიერმა“ ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა, რომელიც ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარს ჩაუტარდა.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

 

სრულად...

კომპანია „ჰექსას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა ქორიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

 

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი