სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე  „კურიერის" მიერ გასაჯაროებულ გლდანის ციხის ახალ ფარულ  ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმეს თანხა გადაუხადეს. აუდიოფაილის თანახმად, მოზარდების მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაში, თბილისის ყოფილი პროკურორიც მონაწილეობდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის" მიერ მარიხუანას ფესტივალის ორგანიზებისა და ზურაბ ჯაფარიძის პოლიციის სამმართველოში გადაყვანას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გირჩი" არაერთხელ გააფრთხილეს ფესტივალის უკანონობასთან დაკავშირებით. 

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ეკა ჯინჭევალაშვილმა მოსარჩელე მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სრულად...

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

„კურიერმა“ მირზა სუბელიანის საუბრის ახალი ფარული ჩანაწერი მოიპოვა - გლდანის ციხის სკანდალური აუდიომასალით დგინდება, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა.

სრულად...

დედა ენის ბაღში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად...

თბილისი საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სრულად...

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა გატაცების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი