ჩვენებებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა, - აცხადებს საქმის პროკურორი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელზეც დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
თბილისის საქალაქო სასამართლო დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისა და ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩაუტარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი პირი კი,ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანი გოგო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა, კერძოდ ჩამსხვრეულია ფოტოგადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, ID ბარათზე გამოსახული სამი 6-იანი გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, თუმცა მის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1955 წელს დაბადებული ტ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.