საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, არც ელექტრონული ფოსტის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურიდან არ მიუღია ინფორაცია, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე რამდენიმე კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურება. აღნიშნულ მოსამართლეებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა.
ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს უმძიმესი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულ-მკერდის არეში, ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენა წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ტყიბულის სატყეო სამსახურის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებებს დღეს არ გამოაცხადებს. მერაბ ტურავას თქმით სავარაუდოდ, ამ შემადგენლობით პლენუმი აღარ შეიკრიბება.
მარიხუანის მოხმარებისთვის ნასამართლევ ან ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს, ასეთი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა აღარ განესაზღვრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.